Thumbnail

Young M.A პასუხობს ჭორს, რომ ორსულადაა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტს, კატორა მარეროს, ფსევდონიმით Young M.A, სატელევიზიო ქსელის Fox გადაცემაში Dish Nation სტუმრობისას წამყვანმა, Headkrack-მა ჰკითხა, წარმოუდგენია თუ არა საკუთარი თავი მშობლის ამპლუაში. 29 წლის მუსიკოსის პასუხს მის შესაძლო ორსულობასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

ნახეთ: Young M.A კლიპში Yak Thoughts

"მართლაც ვაპირებ შვილების ყოლას, მაგ დროს უკვე დაქორწინებული ვიქნები. პირველად ბიჭი მინდა, მეყოლოს, შემდეგ კი გოგო. ჩემს შეყვარებულსაც ვუთხარი, ჯერ ბიჭის ყოლა მირჩევნია, რომ თავის პატარა დაზე იზრუნოს-მეთქი. ასე იყო ჩემი და ჩემი უფროსი ძმის შემთხვევაში, მშვიდად განისვენოს", - აღნიშნა რეპერმა.

ინტერვიუდან ეს ამონარიდი სოციალურ ქსელებში არაერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გაავრცელა, რის გამოც არტისტმა გადაწყვიტა, დაეზუსტებინა:

"რა თქმა უნდა, ჩემი შეყვარებული დაორსულდება, ამიტომაც ვახსენე ის ინტერვიუს დროს და გავხედე კიდეც. მგონი, მოწყენილობისგან აღარ იცით, რაზე იფიქროთ, მაგრამ თქვენი მესმის. ამბები ხომ უნდა გაყიდოთ", - დაუკომენტარა იანგ ემეიმ ინსტაგრამ გვერდს The Shade Room, რომელიც იუწყებოდა, რომ თეგი #YoungMA ტვიტერის ტრენდებში მოხვდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტმომხმარებლებმა მის შესაძლო ორსულობაზე დაიწყეს ლაპარაკი.

მოუსმინეთ: Young M.A მიქსტეიპს Off The Yak აქვეყნებს

ბრუკლინელმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2016 წლის კომპოზიციას Ooouuu უკავშირდება, რომელმაც მუსიკალური ჩარტები დაიპყრო და იუთუბზე 360 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2019 წლის სექტემბერში იანგ ემეიმ სადებიუტო ალბომი Herstory In The Making გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ კი მსმენელს EP სახელწოდებით Red Flu შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული