Thumbnail

Megan Thee Stallion: დედას ვუმალავდი, რომ რეპერობა მინდოდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, მეგან პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ქალების ჟურნალის Sports Illustrated Swimsuit Issue ახალი ნომრის სტუმარი გახლდათ. ინტერვიუს მიმდინარეობისას ჰიუსტონელმა შემსრულებელმა გაამხილა, რომ თინეიჯერობაში დედას, ჰოლი თომასს მისი გარეპვის ნიჭის შესახებ უმალავდა. აღსანიშნავია, რომ ქალი 2019 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

ნახეთ: Megan Thee Stallion - Thot Shit

მეგანი დედასთან ერთად

"დედაჩემი ჰიპ ჰოპ არტისტი იყო. არ იცოდა, რომ რეპერობა მეც მსურდა. ყოველდღიურად ვუყურებდი, როგორ მუშაობდა სტუდიაში. ის ჩემთვის ყველაფერი იყო და მინდოდა, იდეალური შვილი ვყოფილიყავი. მას ჩემი გატაცების შესახებ ვუმალავდი. როდესაც 20 წელი შემისრულდა, მივხვდი, რომ საიდუმლო აღარ უნდა შემენახა და სავარჯიშოდ სტუდიაში სიარული დავიწყე. მინდოდა, არ დარჩენოდა განცდა, რომ საქმეს არასერიოზულად ვუდგებოდი", - გაიხსენა მეგანმა.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული