Thumbnail

Offset იხსენებს, როგორი იყო Cardi B-სთან პირველი პაემანი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი თრეფ გაერთიანების, "მიგოსის" წევრი, ოფსეტი ჯიმი კიმელის ღამის შოუს სტუმარი გახლდათ. გადაცემაში მუსიკოსმა ცოლთან, პოპულარულ რეპერ ქარდი ბისთან პირველი პაემანი გაიხსენა.

ნახეთ: რა აჩუქეს Cardi B-მ და Offset-მა სამი წლის შვილს დაბადების დღეზე

ნახეთ: Cardi B-მ ოფსეტს მამის დღეზე სიურპრიზი მოუწყო

"პირველი პაემნისთვის ბევრი მოვინდომე. მსურდა, ისეთი რამ მომეფიქრებინა, რასაც ნორმალურ ვითარებაში არ აკეთებენ. გართობა მინდოდა და დროის ტარება, და არა სერიოზულად ყოფნა. ამიტომაც, Super Bowl-ზე დავპატიჟე. 2017 წლის მატჩზე ერთმანეთს Atlanta Falcons და New England Patriots დაუპირისპირდნენ. ჩემი გუნდი "ფალკონები" დამარცხდა, იმ ღამეს 10 000 დოლარი წავაგე. თუმცა, რა მოვიგე? ცოლი", - ამბობს ოფსეტი.

ქარდი ბიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ საერთო გოგონა, ქალჩერი 2018 წელს შეეძინათ, მიმდინარე წლის ივნისში კი ქარდიმ გაამხილა, რომ მეორე შვილს ელოდება. მუსიკოსებს ერთმანეთთან უთანამშრომლიათ ისეთ კომპოზიციებზე, როგორებიცაა: Clout, Lick, Type Sh*t და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული