Thumbnail

ნახეთ: Conway The Machine-ის ალბომის God Don't Make Mistakes ტრეკლისტი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ნიუ იორკული ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი გაერთიანების, "გრიზელდას" წევრმა, დიმონდ ფრაისიმ, ფსევდონიმით Conway The Machine, ინსტაგრამზე მომავალი ალბომის God Don't Make Mistakes ტრეკლისტი გამოაქვეყნა. სტუდიურ ნამუშევარში 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი, რომელთა ფარგლებშიც ქანვეიმ ითანამშრომლა კოლეგებთან: Lil Wayne, Rick Ross, T.I., Novel, Benny The Butcher, Westside Gunn, Jill Scott, Keisha Plum, The Alchemist, Daringer, Hit-Boy, J.U.S.T.I.C.E League და სხვა.

Conway The Machine: მუსიკამ გადამარჩინა

მოუსმინეთ: Conway The Machine ალბომს La Maquina ავრცელებს

ნახეთ: Conway The Machine გადაცემაში Tiny Desk Concert

ქანვეი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მან საკუთარ ძმასთან, ვესთსაიდ განთან ერთად ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში გაერთიანება Griselda Records ჩამოაყალიბა. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რამაც მის მეტყველების უნარს კვალი დაატყო. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული