Thumbnail

ამერიკული ჯგუფი Deerhoof ახალ კომპოზიციას Department of Corrections და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეჩვიდმეტე ალბომში Actually, You Can შევა, რომელიც 22 ოქტომბერს გამოიცემა. ანიმაციური კლიპის ავტორი მულტიმედია არტისტი Jess Joy გახლავთ.

Deerhoof ქალაქ სან ფრანცისკოში 1994 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი The Man, the King, the Girl გაავრცელეს. ჯგუფს ამ დრომდე 16 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მათი შემოქმედება ინდი როკს, ექსპერიმენტულ პოპსა და ნოიზ პანკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული