Thumbnail

6-წლიანი პაუზის შემდეგ P. Diddy სექტემბერში ახალ ალბომს გამოაქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, შონ ქომბსი, ფსევდონიმით P. Diddy, ექვსწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, 24 სექტემბერს ახალ ალბომს Off The Grid Vol. 1 გამოაქვეყნებს. შონმა ეს ინფორმაცია ინსტაგრამზე გაავრცელა.

P. Diddy-მ სახელი შეიცვალა

P. Diddy: მუსიკალური კარიერა ნაწილობრივ დასრულებული მაქვს

P. Diddy: ბიაიჯის ჟღერადობასთან მიახლოება დღემდე ვერავინ შეძლო

შონ ქომბსმა შემოქმედებითი კარიერა 1988 წელს დაიწყო. არტისტმა 1997 წელს სადებიუტო ალბომი No Way Out გამოუშვა. დღეს ჩანაწერი შვიდმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. 3 გრემის მფლობელი მუსიკოსი, "ფორბსის" 2019 წლის მონაცემებით, უმდიდრესი ჰიპ ჰოპ არტისტების პირველ ხუთეულშია. მისი ქონება 740 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. დიდდი ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლის Bad Boy დამფუძნებელია. ამასთან, მან არაერთი ცნობილი შემსრულებლის წარმატება განაპირობა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ეპოქალური ემსი, ნოტორიოს ბიაიჯი გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული