Thumbnail

ნახეთ: თორი ლეინზმა ფრისტაილი წაიკითხა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თორი ლეინზი რადიოწამყვანისა და დიჯეის, ფანკ ფლექსის ცნობილ გადაცემას, 2017 წლის შემდეგ, პირველად ესტუმრა. ტორონტოელმა შოუში 6 წუთის განმავლობაში ფრისტაილი შეასრულა. თორიმ რეჩიტატივი მისი ვეტერანი კოლეგის, ქესიდის ჩანაწერის I'm A Hustla ბითზე წაიკითხა. ინსტრუმენტალის ავტორი გავლენიანი ნიუ იორკელი მუსიკოსი, სვიზ ბითზი გახლავთ.

მოუსმინეთ: Tory Lanez - Crocodile Teeth (Freestyle)

ნახეთ: Tory Lanez x DaBaby - SKAT

Tory Lanez: კოდაკ ბლექი ცოცხალი ლეგენდაა

თორიმ მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს მან სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 256 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა. 2019 წელს კანადელმა არტისტმა მორიგი ჩანაწერი Chixtape V გაავრცელა. დღეისთვის მუსიკოსის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, ოცზე მეტი მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული