Thumbnail

ნახეთ: J Balvin-მა Metallica-ს სიმღერა Wherever I May Roam დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ჯეი ბალვინმა ლეგენდარული ამერიკული ჰევი მეტალ კოლექტივის, Metallica-ს კომპოზიცია Wherever I May Roam დააქავერა და მასზე კლიპიც გადაიღო. განახლებულ ვერსიაში ბალვინი სიმღერას შეცვლილი ტექსტით ასრულებს. ვიდეორგოლის ავტორი დანიელ დურანი გახლავთ.

ნახეთ: J Balvin-მა და Skrillex-მა კომპოზიცია In Da Getto გაავრცელეს

ნახეთ: J. Balvin & Maria Becerra - Qué Más Pues?

ნახეთ: J Balvin & Khalid - Otra Noche Sin Ti

ჯეი ბალვინის ქავერი 53 მუსიკოსის მონაწილეობით ჩაწერილ, 12-ტრეკიან ქავერ ალბომში The Metallica Blacklist შევა, რომელიც ჯგუფის The Black Album-ის სახელით ცნობილი რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევრის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაიწერა. ნამუშევარი ორიგინალი ალბომის განახლებულ ვერსიათან ერთად ციფრულ პლატფორმებზე 10 სექტემბერს, ვინილისა და CD-ის სახით კი პირველ ოქტომბერს გავრცელდება.

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული