Thumbnail

ნახეთ: Migos კლიპს Roadrunner ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2021 წლის ალბომის Culture III პრომოუშენის ფარგლებში ატლანტური თრეფ გაერთიანება Migos მსმენელს სტუდიური ნამუშევრის სინგლზე Roadrunner გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. პოპულარული ჯგუფის ჩანაწერის პროდიუსერები Zaytoven და Trauma Tone არიან.

ნახეთ: Migos კლიპს Why Not აქვეყნებს

ნახეთ: Migos კლიპს Modern Day აქვეყნებს

ნახეთ: Migos ფრისტაილს ასრულებს

"მიგოსმა" შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. 2015 წლის სადებიუტო ალბომს Yung Rich Nation კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა, ორი წლის შემდეგ გამოცემულმა ნამუშევარმა CULTURE პლატინის სტატუსი მოიპოვა და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილიც დაიკავა. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია Bad And Boujee კი ბილბორდის სათავეში მოექცა და 2017 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიპ ჰოპ სიმღერად იქცა. 2018 წლის დასაწყისში, CULTURE-ის ერთი წლის თავზე, კოლექტივმა გაყიდვაში ხსენებული სტუდიური ნამუშევრის მეორე ნაწილი ჩაუშვა. 2021 წელს, სამწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, ჯგუფმა მსმენელის "კულტურის" მესამე სერია შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული