Thumbnail

მამაკაცს, რომელმაც ტეკაშისთვის ვიდეოს გადაღება სცადა, დაცვამ მობილური დაუმტვრია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ტეკაში სიქნაინის დაცვის წევრებს ძარცვაში, იარაღით მუქარასა და ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება გასული წლის ზაფხულში ქალაქ ნიუ იორკში მომხდარ ინციდენტს. 34 წლის მამაკაცმა ჰარლემში ციხიდან ახალი გათავისუფლებული რეპერი შენიშნა და მისთვის სმარტფონით ვიდეოს გადაღება სცადა. ათეულობით მცველმა კი მას რამდენიმე კვარტალი ჩართული სირენებით სდია, მობილური წაართვა და ფეხით დაუმტვრია.

► Tekashi 6ix9ine-მა განმარტა, რატომ არ ეხმარება მამას ფინანსურად

► Tekashi 6ix9ine-მა გაამხილა, რამდენს უხდიან ერთ კონცერტში

მამაკაცი მობილური ტელეფონის დაბრუნების მიზნით ერთ-ერთ მცველს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მეორემ მას იარაღი მიაბჯინა.

"მუსიკოსის პირადი დაცვის წევრები არ არიან პატრულის თანამშრომლები, რომ ვინმეს ხმოვანი და მაშუქი სიგნალებით დაედევნონ, არ გახლავთ მანჰეტენი ველური დასავლეთი. ეს პირები დაჰქროდნენ ჰარლემის ქუჩებში იმისთვის, რომ მამაკაცისთვის ტელეფონი წაერთმიათ", - განაცხადა პროკურორმა.

ძარცვისა და იარაღით მუქარის გარდა, ერთ-ერთ მცველს, ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დეტექტივს, დანიელ ლაპერუტას ცრუ ჩვენების მიცემასაც ედავებიან, რადგანაც მან გამომძიებელთან იცრუა, რომ მოქალაქე რეპერს სროლით დაემუქრა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული