Thumbnail

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ანხელ დელ ვილარ მეორემ, სასცენო სახელით Homeboy Sandman, ახალი კომპოზიცია Lice Team, Baby გაავრცელა. სინგლი ჰოუმბოის მომავალ EP-ში სახელწოდებით Angelitu იქნება წარმოდგენილი, რომელიც 6 აგვისტოს გამოიცემა. ჩანაწერში მისი ვეტერანი კოლეგა Aesop Rock მონაწილეობს, რომელიც ამავე EP-ის პროდიუსერიც გახლავთ.

მოუსმინეთ: Homeboy Sandman - Go Hard

ნახეთ: Aesop Rock - Long Legged Larry

ჰოუმბოი სენდმენსა და აესოფ როქს წარსულშიც არაერთხელ უთანამშრომლიათ. 2015-17 წლებში მუსიკოსებმა სამი სტუდიური ჩანაწერი Lice, Lice Two: Still Buggin' და Lice Three: Triple Fat Lice გაავრცელეს. ამჟამად არტისტები ჰოუმბოის ახალ EP-ზე Angelitu მუშაობენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული