Thumbnail

IDLES და slowthai კომპოზიციის Model Village ალტერნატიულ ვერსიას ავრცელენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა IDLES რიგით მესამე ალბომში Ultra Mono შესული კომპოზიციის Model Village ალტერნატიული ვერსია გაავრცელა. განახლებულ ჩანაწერში მათი თანამემამულე ჰიპ ჰოპ არტისტი, ტაირონ ფრემპტონი, ფსევდონიმით slowthai მონაწილეობს.

მოუსმინეთ: IDLES - Sodium

ნახეთ: Idles კომპოზიციაზე Carcinogenic გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა ტრეკი ასევე IDLES-ის ფრონტმენის, ჯო თალბოტის თოქშოუს Balley TV და ფეხსაცმელების კომპანიის Vans კოლაბორაციულ ეპიზოდში Defense Of The Arts შეასრულეს.

IDLES ბრისტოლში 2012 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა სადებიუტო ნამუშევარი Brutalism 2017 წელს გამოსცა. მომდევნო წელს კი მუსიკოსებმა მორიგი ალბომი Joy as an Act of Resistance გაავრცელეს. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Mother და Well Done.

კომენტარები

ბოლოს დამატებული