Thumbnail

ტრევის სკოტი მარიხუანის ბიზნესში ჩაერთო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი, ტრევის სკოტი მარიხუანის ბიზნესში ჩაერთო. ჰიუსტონელმა მუსიკოსმა კანაფის მწარმოებელი კომპანია Cactus Farms დააარსა. არიზონისა და კალიფორნიის შტატებში პროდუქცია უკვე 10 ივლისიდან იყიდება.

ტრევის სკოტი: ჩემი ალბომი Utopia მალე გამოიცემა

ნახეთ: Baby Keem x Travis Scott - Durag Activity

ტრევის სკოტი პასუხი, რატომ არ ყიდულობს თავის საოცნებო $14-მილიონიან ავტომობილს

"ინდიკას სახეობის ჰიბრიდული ჯიშის მარიხუანა თავად ტრევისის მეთვალყურეობითაა გამოყვანილი, მეწამული, მკვრივი სტრუქტურის მცენარის მოწევა ძვირადღირებული ღვინის წრუპვას მოგაგონებთ", - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ, ტრევისის გარდა, კანაფის მწარმოებელ კომპანიებთან არაერთი მისი კოლეგა, მათ შორის სნუპ დოგი, ჯუსი ჯეი, ვიზ ქალიფა, ფოსთ მელოუნი, ლილ უეინი, დრეიქი და ჯეი ზი თანამშრომლობენ.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ამასთან, ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული