Thumbnail

რობერტ პლანტი: კარანტინის დროს ჯონ ბონემი ხშირად მესიზმრებოდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, რობერტ პლანტმა საკუთარ პოდკასტში ‎Digging Deep საუბრისას გაამხილა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში ხშირად ესიზმრებოდა ახლობელი გარდაცვლილი ადამიანები. მაგალითად, საკუთარი შვილი, მამა და ჯგუფ Led Zeppelin-ის ყოფილი დრამერი, ჯონ ბონემი. პლანტმა დასძინა, რომ ეს მისთვის შვებისმომგვრელი აღმოჩნდა.

რობერტ პლანტი და ელისონ კრაუსი მორიგ ერთობლივ ალბომზე მუშაობენ

რობერტ პლანტი იხსენებს მომენტს, როცა გადაწყვიტა, რომ მომღერალი უნდა გამხდარიყო

რობერტ პლანტი: გავამზადე ჩანაწერები, რომლებიც ჩემი სიკვდილის შემდეგ გავრცელდება

"კარანტინის პერიოდში მესიზმრებოდა, რომ ძველ მეგობრებს ვნახულობდი, მაგალითად, ჯონ ბონემს. აგრეთვე ვხედავდი ჩემს გარდაცვლილ მამასა და შვილს, რომელიც 5 წლის ასაკში დაიღუპა. ამ ჯადოსნურმა ეპიზოდებმა დიდი შვება მომგვარა", - ამბობს პლანტი.

რობერტ პლანტმა მუსიკალური კარიერა 1965 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარულ ბრიტანულ როკ ჯგუფში Led Zeppelin მოღვაწეობით გახდა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone მუსიკოსი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელა. 2018 წელს არტისტმა კონცერტი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული