Thumbnail

ნახეთ: რა საჩუქრები გაუგზავნა სელენა გომესმა ბრიტნი სპირსს გასამხნევებლად

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნის სპირსმა ინსტაგრამზე თაყვანისმცემლებს მომღერალ სელენა გომესისგან გამოგზავნილი ამანათი უჩვენა, რომელიც ამ უკანასკნელის ბრენდის Rare Beauty კოსმეტიკურ საშუალებებს, ასევე, მისი დიზაინით შექმნილ საცურაო კოსტიუმს მოიცავდა.

ბრიტნი სპირსი: ცუდია, რომ ახლობლებს მხოლოდ ახლა გავახსენდი, თითქოს ვადარდებდე

"რომ გავიღვიძე, სელენა გომესისგან ძალიან მაგარი სასაჩუქრე ყუთი მივიღე, რომელშიც ბიკინი და ჩემი რჩეული კოსმეტიკური საშუალებები დამხვდა. მისი ბრენდის შიმერი და მაკიაჟის წასმამდე გამოსაყენებელი თერმული წყალი ნამდვილი საოცრებაა, თანაც ორივეს ძალიან კარგი სუნი აქვს. სელენა, მადლობა, ამ სიურპრიზისთვის. სწორედ შიმერს ვეძებდი ამ დღეებში".

ბრიტნის პოსტს მომღერალი კომენტარების ველში გამოეხმაურა:

"ძალიან გამახარე. იმედია, საჩუქრებით ისიამოვნებ. ძალიან მიყვარხარ".

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური ჯანმრთელობის მოტივით, უკვე მეცამეტე წელია, პირადი ცხოვრების და ქონების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, მეურვეებისგან გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობს და საკუთარ მამას, ჯეიმი სპირსს, რომელსაც ამ დროის განმავლობაში მისი მეურვეობა ებარა, ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის უჩივის. ბრიტნის მხარდასაჭერად კამპანია Free Britney (თავისუფლება ბრიტნის) მიმდინარეობს, სასამართლო სხდომებზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ბრიტნის არაერთმა ცნობილმა ადამიანმა საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა.

სასამართლოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ცნობილი ადამიანები ბრიტნი სპირსს ამხნევებენ

ბრიტნი სპირსი გამოეხმაურა ვიდეოს, რომელშიც სელენა გომესი მის სიმღერას ასრულებს

აღსანიშნავია, რომ გომესს მსოფლიო ტურნეს We Own the Night Tour დროს ბრიტნი სპირსის პატივსაცემად კონცერტზე მისი სიმღერების ...Baby One More Time, (You Drive Me) Crazy, I'm A Slave 4 U, Oops!... I Did It Again, Toxic და Hold It Against Me მიქსი აქვს შესრულებული.

მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული