Thumbnail

მოუსმინეთ: Childish Gambino ბრიტანი ჰოვარდის ტრეკის Stay High ქავერს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, დონალდ გლოვერი, ფსევდონიმით Childish Gambino, ამერიკელი მუსიკოსის, ბრიტანი ჰოვარდის კომპოზიციის Stay High ქავერს ავრცელებს. სინგლი ჰოვარდის სადებიუტო სოლო ალბომის Jaime ალტერნატიულ ვერსიაში Jaime Reimagined შევა, რომელიც 23 ივლისს გამოიცემა.

მრავალჟანრობრივმა არტისტმა, ჩაილდიშ გამბინომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. გლოვერს კარიერის განმავლობაში გრემის ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ბრიტანულმა გამოცემა "თაიმსმა" ის 2017 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. გემბინოს ჰიტი This Is America პირველი რეპ ნამუშევარია, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში "წლის საუკეთესო ჩანაწერის" ნომინაციაში გაიმარჯვა. წარმატებული მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, დონალდი პოპულარული ტელესერიალის, Atlanta-ს ავტორიცაა, რომელშიც თავადვე მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული