Thumbnail

ნახეთ: მერაია ქერის 10 წლის შვილი რეკლამაში დედას ასახიერებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდმა OshKosh B’gosh სასკოლო კოლექციის Today is Someday სარეკლამო კამპანიიდან ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც ამერიკელი პოპვარსკვლავის, მერაია ქერის შვილი, 10 წლის მონრო მონაწილეობს. გოგონა 30-წამიან ვიდეოში დედას განასახიერებს და იმ ოცნებებს ახმოვანებს, რომლებიც მერაიას მის ასაკში ჰქონდა.

რას ედავება სასამართლოში მერაია ქერის თავისი ძმა

სიმღერა, რომლის შთაგონებითაც მერაია ქერის სახელი დაარქვეს

"ერთ დღესაც ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მელოდიები, რომლებიც ჩემს გონებაში ცხოვრობენ, ჩარტების სათავეში მოექცევიან. გულში არსებული სიმღერები მილიონობით ადამიანის გულებამდე მიაღწევს. წლის არტისტი, დეკადის არტისტი, ათასწლეულის არტისტი, მთავარი აზრი პატარა გოგონების შთაგონებაშია, რომ უმაღლესი ნოტების აღება მოუნდეთ. რას იტყვით ასეთ ოცნებაზე?", - ამბობს მონრო ვიდეოში, რომელიც სრულდება წარწერით - მერაია ქერი, 1980; OshKosh, 2021.

აღსანიშნავია, რომ გოგონა ვიდეოში ისეა გამოწყობილი, როგორც მერაია ქერი 1990 წელს გავრცელებულ კლიპში Someday.

ნახეთ: მერაია ქერის კომპოზიციაში In The Mix მისი ტყუპები მონაწილეობენ

მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული