Thumbnail

2 Chainz: ეს ჩემი უკანასკნელი თრეფ ჟღერადობის ალბომი იქნება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, თოჰიდ ეფსის, ფსევდონიმით 2 Chainz, განცხადებით, მისი შემდეგი ალბომი უკანასკნელი იქნება, რომელსაც ჟანრის ქვემიმდინარეობის, თრეფის მიმართულებით შექმნის. სამხრეთელმა რეპერმა ეს ინფორმაცია ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.

ნახეთ: 2 Chainz გადაცემაში Tiny Desk Concert

ნახეთ: 2 Chainz კლიპს Grey Area აქვეყნებს

ნახეთ: 2 Chainz ვიდეორგოლში Southside Hov

"ეს ჩემი უკანასკნელი თრეფ ჟღერადობის ალბომი იქნება, ისიამოვნეთ", - დაწერა თოჰიდმა სოციალურ ქსელში.

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღეისთვის რეპერის დისკოგრაფია 5 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove, 2 კომპილაციურ ნამუშევარსა და 10 მიქსტეიპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული