Thumbnail

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰიპ ჰოპ არტისტები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა ჟურნალმა Billboard ის არტისტები დაასახელა, რომლებმაც 2020 წელს ყველაზე მაღალი შემოსავლები მიიღეს. ჰიპ ჰოპ შემსრულებლებს შორის პირველ, ხოლო ზოგად ჩამონათვალში მეორე პოზიციას ტექსასელი მუსიკოსი Post Malone იკავებს, რომელმაც გასულ წელს 23,2 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ყველაზე მეტი თანხა, $12,4 მილიონი მელოუნმა ტურნედან მიიღო მანამ, სანამ კორონავირუსის პანდემიის გამო კონცერტების გამართვას შეწყვეტდა. მას 8,1 მილიონი დოლარი გადაერიცხა სტრიმინგ პლატფორმებიდან, ფიზიკური გაყიდვებიდან - 712 500, საავტორო უფლებებთან დაკავშირებულმა ჰონორარებმა კი 2 მილიონი შეადგინა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერების ათეულში ასევე მოხვდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: დრეიქი, ემინემი, ქანიე ვესთი და სხვები.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები 2020 წელს

10. Kanye West – $6.3 მლნ

9. Rod Wave - $7.37 მლნ

8. Roddy Ricch - $7.4 მლნ

7. Future - $8.2 მლნ

6. DaBaby - $9.1 მლნ

5. Eminem - $9.7 მლნ

4. Lil Baby - $11.7 მლნ

3. YoungBoy Never Broke Again - $11.9 მლნ

2. Drake - $14.2 მლნ

1. Post Malone - $23.2 მლნ

2020 წელს დიდ ბრიტანეთში ყველაზე მეტჯერ მოსმენილი სიმღერები

10 სიმღერა, რომელსაც კარაოკეზე ყველაზე ხშირად ასრულებენ

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული