Thumbnail

ჯასტინ ბიბერმა ბილბორდის ცხელ ასეულში დრეიქის რეკორდი მოხსნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ავსტრალიელი რეპერის The Kid LAROI ახალმა კომპოზიციამ Stay, რომელშიც კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი მონაწილეობს, ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე პოზიცია დაიკავა. შედეგად ბიბერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სოლო შემსრულებელი გახდა, რომელმაც 100-ჯერ შეძლო ჰიტ-აღლუმში მოხვედრა. მომღერალმა ამ წარმატებას 27 წლისა და ოთხი თვის ასაკში მიაღწია, მანამდე რეკორდი მის თანამემამულე ჰიპ ჰოპ არტისტს, დრეიქს ეკუთვნოდა, რომელმაც Hot 100-ში თავისი მეასე შებიჯება 2015 წელს, 28 წლისა და 11 თვის ასაკში აღნიშნა.

ჯასტინ ბიბერი ფანებს: სახლთან ნუ მხვდებით, აქაურობა დატოვეთ

ამასთან, ჯასტინ ბიბერი იმ არტისტთა მცირე ნუსხას შეუერთდა, რომელთა ჰიტების რაოდენობაც ამ ჩარტში სამნიშნა რიცხვისგან შედგება. მათ შორის ლიდერ პოზიციაზეა დრეიქი, რომელიც 235 ტრეკით მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში. მას მოსდევს სატელევიზიო სერიალის Glee საუნდტრეკები. ჩამონათვალში ასევე არიან ელვის პრესლი, ქანიე ვესთი, ტეილორ სვიფტი, ნიკი მინაჟი, კრის ბრაუნი, ჯეი ზი, ლილ უეინი და Future.

რას ჰყვება ჯასტინ ბიბერი ცოლთან ურთიერთობაზე ალბომში Justice

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული