Thumbnail

მოუსმინეთ: ფოფ სმოუქის ალბომის Faith დელუქს ვერსია გამოიცა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, ახალგავრცელებული ალბომის Faith დელუქს გამოცემა გაყიდვაში ჩაეშვა. სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, სტუდიური ნამუშევარი დამატებით 4 კომპოზიციას მოიცავს. ტრეკებში რეპერები OnPointLikeOP, G Herbo, Dread Woo, TRAV და Killa მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: ფოფ სმოუქის ალბომი Faith გამოიცა

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა.

2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში გარდაცვლილი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ. კომერციულ წარმატებასთან ერთად ნამუშევარმა 2021 წლის "ბილბორდის" დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო რეპ ალბომის" კატეგორიაში გაიმარჯვა. მიმდინარე წლის ივლისში ნიუ იორკელი დრილ შემსრულებლის მეორე ალბომი Faith გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული