Thumbnail

ნახეთ: შაკირას ახალი კლიპი Don't Wait Up

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კოლუმბიელმა პოპვარსკვლავმა, შაკირამ ახალი სინგლი Don't Wait Up და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის გადაღებები ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე მიმდინარეობდა. ეს შაკირას პირველი ინგლისურენოვანი სიმღერაა 2017 წელს გამოშვებული ნამუშევრების When a Woman და What We Said შემდეგ.

ნახეთ: შაკირასა და როჯერ უოტერსის კუნძული ბაჰამებზე

"უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნერვიულობ, რადგან ეს ჩემი პირველი ინგლისურენოვანი კომპოზიციაა დიდი ხნის შემდეგ. მთელი ეს პერიოდი ესპანურენოვან ნამუშევრებზე ვიყავი გადართული, მაგრამ, როდესაც ეს სიმღერა გამოჩნდა, მივხვდი, რომ დრო იყო, ისევ მემღერა ინგლისურად. ახლა ძალიან ბედნიერი და შთაგონებით აღსავსე ვარ", - აღნიშნა შაკირამ პლატფორმა Apple Music-ის ჟურნალისტ ზეინ ლოუისთან ინტერვიუში.

შაკირამ ბოლოს 2020 წლის ზაფხულში პოპულარული ამერიკული ჯგუფის Black Eyed Peas ალბომში Translation შესულ კომპოზიციაში Girl Like Me მიიღო მონაწილეობა. მანამდე კი შემსრულებელმა პუერტორიკოელ მუსიკოსთან, Anuel AA-სთან ითანამშრომლა სიმღერაზე Me Gusta.

ნახეთ: Shakira და Anuel AA კომპოზიციის Me Gusta კლიპს ავრცელებენ

შაკირამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. დღეს ის ლათინოამერიკული პოპ სცენის წამყვან წარმომადგენლად ითვლება. სამი გრემის მფლობელ ვარსკვლავს კარიერის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Whenever, Wherever და Hips Don't Lie მოუტანა. 2012 და 2015 წლებში ჟურნალმა Forbes შემსრულებელი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული