Thumbnail

შვედური ელექტრონული სუპერჯგუფი Swedish House Mafia ახალ კომპოზიციას Lifetime და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი არენბი შემსრულებელი Ty Dolla Sign და ახალგაზრდა მუსიკოსი, დანიელე ბალბუენა, სასცენო სახელით 070 Shake მონაწილეობენ. სინგლი შვედი არტისტების სადებიუტო სტუდიურ ალბომში Paradise Again შევა, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გამოიცემა.

Swedish House Mafia სტოკჰოლმში 2008 წელს ჩამოყალიბდა. სუპერჯგუფის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ ორ კომპილაციურ ჩანაწერსა და ამდენივე ლაივ ალბომს აერთიანებს. კოლექტივს გრემის ჯილდო ორჯერ აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული