Thumbnail

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები 2020 წელს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემა Billboard-მა 2020 წელს აშშ-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი არტისტები დაასახელა. ჩამონათვალს ამერიკელი პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი ლიდერობს, რომლის შემოსავალმა შარშან 23,8 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილი $23,2 მილიონით ტექსასელმა მუსიკოსმა, Post Malone-მა დაიკავა. ათეულში აგრეთვე მოხვდნენ: ბილი აილიში, სელინ დიონი, დრეიქი, The Beatles და სხვები.

2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი არტისტების ათეული ასე გამოიყურება:

1. Taylor Swift - $23,8 მლნ
2. Post Malone - $23,2 მლნ
3. Celine Dion - $17,5 მლნ
4. Eagles - $16,3 მლნ
5. Billie Eilish - $14,7 მლნ
6. Drake - $14,2 მლნ
7. Queen - $13,2 მლნ
8. The Beatles - $12,9 მლნ
9. YoungBoy Never Broke Again - $11,9 მლნ
10. Lil Baby - $11,7 მლნ

კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებული ტურნეების გამო "ბილბორდმა" შემოსავლები მხოლოდ სტრიმინგ პლატფორმების, ფიზიკური და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული გაყიდვებიდან დათვალა. აღსანიშნავია, რომ 2020-ში 2019 წელთან შედარებით არტისტების შემოსავლები ასეულობით მილიონი დოლარით შემცირდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული