Thumbnail

კოდაკ ბლექმა მსმენელს მორიგი ახალი კომპოზიცია Senseless და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Buddah Bless გახლავთ.

ნახეთ: Kodak Black-მა იახტიდან 100-დოლარიანები გადაყარა

კოდაკ ბლექმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა. ორი წლის შემდეგ კი კოდაკმა, რომელიც იმ დროისთვის ციხეში სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის იხდიდა, საპატიმროდან მესამე სტუდიური ნამუშევარი Bill Israel გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული