Thumbnail

ბილი აილიში: ფართო ტანსაცმლის ჩაცმით მსურდა, ხალხის აზრი მეკონტროლებინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ავსტრალიურ "ვოგთან" ინტერვიუში საკუთარ ჩაცმულობასა და მის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. როგორც შემსრულებელი გამოტყდა, ფართო ტანსაცმლის ჩაცმით ის ცდილობდა, საზოგადოების შეხედულებები გაეკონტროლებინა, თუმცა, ამ ტაქტიკამ მაინც არ იმუშავა.

ნახეთ: ბილი აილიშმა სიმღერა NDA ცოცხლად შეასრულა

ბილი აილიშის პასუხი კომენტარზე, რომ კარიერაში ჩავარდნა აქვს

ბილი აილიში: მგონი, ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია

"რაც არ უნდა მოინდომო, ძალიან რთულია, აკონტროლო სხვების წარმოდგენები შენზე, რადგან ხალხი მაინც იმას იფიქრებს, რაც მოესურვება. ამის მიუხედავად მაინც მნიშვნელოვანი იყო, მქონოდა ის იმიჯი, რაც მინდოდა და საზოგადოებასაც ისეთი დავენახე, როგორც მე დავგეგმე. დიდი ზომის ტანსაცმელს ამიტომაც ვატარებდი. მაგრამ ხალხის შეხედულებების მართვა მაინც რთულია, შეუძლებელია", - ამბობს ბილი.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული