Thumbnail

მარკ ჰოპუსი: მეოთხე სტადიის კიბო დამიდგინეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული პოპ პანკ ჯგუფის Blink-182 ბასისტმა და ერთ-ერთმა ვოკალისტმა, მარკ ჰოპუსმა, პლატფორმა Twitch-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები გაამხილა. მუსიკოსის თქმით, მას მეოთხე სტადიის დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა დაუდგინდა.

"მეოთხე სტადიის კიბო დამიდგინდა, ეს ყველაზე მაღალი სტადიაა, რაც შეიძლებოდა, მქონოდა. თუმცა, მე მას აუცილებლად დავამარცხებ, უბრალოდ, დროის ამბავია. დიფუზური B-მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა მაქვს. ზუსტად ეს დიაგნოზი დაუსვეს ადრე დედაჩემსაც, თუმცა, ის დაავადებისგან განიკურნა", - ამბობს ჰოპუსი.

მუსიკოსმა საზოგადოებას გასულ თვეში გაუმხილა, რომ ბოლო სამი თვეა, კიბოს ებრძვის.

მარკ ჰოპუსმა შემოქმედებითი კარიერა 1988 წელს დაიწყო, განსაკუთრებული პოპულარობა მას ჯგუფ Blink-182-ის შემადგენლობაში მოღვაწეობამ მოუტანა. ბენდთან ერთად მან 50 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. პარალელურად მარკი პოპ როკ დუეტის Simple Creatures წევრი გახლავთ. ჰოპუსი პროდიუსერი და ყოფილი ტელეწამყვანიც არის. მან აგრეთვე საკუთარი ტანსაცმლის ხაზი Hi My Name is Mark შექმნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული