Thumbnail

ნახეთ: Snoop Dogg კლიპში Talk Dat Shit To Me

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა კალიფორნიელმა რეპერმა, სნუპ დოგმა კომპოზიციაზე Talk Dat Shit To Me შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გამოაქვეყნა. ლეგენდარული ემსის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი კოლეგა, ასევე დასავლელი მუსიკოსი Kokane მონაწილეობს, რომელსაც სნუპთან წარსულში არაერთხელ უთანამშრომლია. ტრეკი არტისტის ბოლო ალბომის From Tha Streets 2 Tha Suites ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Snoop Dogg ალბომს From Tha Streets 2 Tha Suites ავრცელებს

ნახეთ: Snoop Dogg კლიპში Gang Signs

ჯასტინ ბიბერის ტრეკის Peaches რემიქსში Ludacris, Usher და Snoop Dogg მონაწილეობენ

სნუპმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარებული ალბომით Doggystyle დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული