Thumbnail

მოუსმინეთ: ფოფ სმოუქის ახალი ალბომი Faith გამოიცა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, წარმომადგენლებმა გაყიდვაში რეპერის ახალი ალბომი Faith ჩაუშვეს. სტუდიური ნამუშევარი 20 კომპოზიციას აერთიანებს, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობა არაერთმა გავლენიანმა თუ ახალგაზრდა მუსიკოსმა მიიღო. მათ შორის არიან: Kanye West, Pharrell Williams, Kid Cudi, Pusha T, Rick Ross, Quavo, Kodak Black, Future, Swae Lee, 21 Savage, Chris Brown და სხვა.

ქუევო: Pop Smoke-თან ერთად ჩაწერილ კომპოზიციებს გავავრცელებ

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა.

2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში გარდაცვლილი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ. კომერციულ წარმატებასთან ერთად ნამუშევარმა 2021 წლის "ბილბორდის" დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო რეპ ალბომის" კატეგორიაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული