Thumbnail

10 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის ათ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

10. ნანი ბრეგვაძის 85 წლის იუბილე წინანდალში

21 ივლისი (ოთხშაბათი)

21 ივლისს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ლეგენდარული ქართველი შემსრულებლის, ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. 85 წლის მომღერალს აკომპანირებას ნიკოლოზ რაჭველი გაუწევს. 

9. PROCESS X MOLEKUL: JKS | Myler | Mayeul | Lucass P

23 ივლისი (პარასკევი)

23 ივლისს მთაწმინდის პარკში ივენთების სერია Process პარიზში დაფუძნებული ლეიბლის Molekül შოუქეისს მასპინძლობს. მსმენელთა წინაშე JKS, Myler, Mayeul და Lucass P წარდგებიან. 

8. CISKARI GARDEN: Vodkast Records Night

23 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს "ცისკარი" Vodkast Records-ის საღამოს მასპინძლობს. კუს ტბაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე კოლექტივის წევრები Zurkin, JD J, Vakho და Dj Sendnudes წარდგებიან.

7. SPHERE AT MONKEY: Joe Claussell | Levi Love Disco | Daniel Berhane | Generali Minerali

23 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს კუს ტბაზე Monkey და Sphere პირველ ერთობლივ ივენთს გამართავენ. ღონისძიებაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, Joe Claussell წარდგება. მასთან ერთად სცენას Daniel Berhane, Generali Minerali და Levi Love Disco დაიკავებენ. 

6. ფესტივალი "ჰაერზე" ზეკარში

23-24 ივლისი (პარასკევი-შაბათი)

23-24 ივლისს კურორტ ზეკარში ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი "ჰაერზე" გაიმართება. ღონისძიებაზე შეკრებილ მსმენელებს სამი სცენა დახვდებათ, რომელსაც Jorjick, Michailo, Skyra, Generali Minerali, Boyd Schidt, Yanamaste და სხვა ქართველი არტისტები დაიკავებენ. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

5. ბათუმის კორტები: Ara | Tamada | Endorphins

24 ივლისი (შაბათი)

24 ივლისს ბათუმის კორტები ქართველ არტისტებს მასპინძლობს. მსმენელთა წინაშე Tamada, ჯგუფი "არა" და Endorphins წარდგებიან. ღონისძიების ორგანიზატორები კლუბი Sector 26 და ივენთ კომპანია Click-ია.

4. NEBEAT EVENTS: Loudspeakers

24 ივლისი (შაბათი)

შაბათს "ბეთლემის 10" ქართულ როკ ჯგუფს Loudspeakers მასპინძლობს. მუსიკოსები მსმენელებს როგორც ახალ, ასევე ყველასათვის კარგად ნაცნობ კომპოზიციებს შესთავაზებენ. ღონისძიება Nebeat Events-ის ორგანიზებით ჩატარდება.

3. LISI WONDERLAND: Tales of Lisi #2

24 ივლისი (შაბათი)

შაბათს Tbilisi Open Air-ის ივენთების სერია Tales of Lisi რიგით მეორე ღონისძიებას გამართავს. Lisi Wonderland-ში შეკრებილი მსმენელების წინაშე Anushka ChkheidzeKillagesSalio და Luka წარდგებიან.

Tales of Lisi #2 - July 24

24 ივლისს Tales of Lisi #2-ზე გელოდებით. ☀️ 🎫 http://tkt.ge/tales-of-lisi-2 SALIO // Killages // Halfie A.K.A Anushka Chkheidze // Luka

Posted by Lisi Wonderland on Thursday, July 15, 2021

2. BAZALETSHI ბაზალეთის ტბაზე

24 ივლისი (შაბათი)

შაბათს ივენთების სერია Bazaletshi ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ ივენთს გამართავს, რომელზეც უცხოელ და ქართველ არტისტებს უმასპინძლებს. სცენას Darragh Casey, Luna Summer, Kashia, Cillian და სხვა მუსიკოსები დაიკავებენ. ნახეთ ღონისძიების სრული ლაინაფი.

1. ფესტივალის "არტ-გენი 2021" დახურვა

24-25 ივლისი (შაბათი-კვირა)

24-25 ივლისს ყოველწლიური ფოლკლორული ფესტივალის "არტ-გენი" დასკვნითი კონცერტები ჩატარდება. შაბათს ეთნოგრაფიული მუზეუმის სცენას ნინო ქათამაძე დაიკავებს, კვირას კი მსმენელთა წინაშე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი "33ა" წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული