Thumbnail

მოუსმინეთ: Christina Aguilera Feat. Demi Lovato - Fall In Line

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა კრისტინა აგილერამ ახალი სიმღერა Fall In Line გამოუშვა. არტისტი კომპოზიციას დემი ლოვატოსთან ერთად ასრულებს. ტრეკი აგილერას მომავალ ალბომში Liberation იქნება წარმოდგენილი, რომელიც 15 ივნისს გამოიცემა. 

კრისტინა აგილერამ მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 50 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ცნობილმა გამოცემამ Time მუსიკოსი 2013 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული