Thumbnail

ამერიკელმა მომღერალმა, თინაშემ ახალი კომპოზიცია Bouncin და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი ბოსტონელი არტისტი dwilly გახლავთ. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მეხუთე ალბომში "333" შევა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიცემა.

მოუსმინეთ: Tinashe - Pasadena Ft. Buddy

თინაშე ქაჩინვემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. 2007-11 წლებში ის ჯგუფის The Stunners წევრი იყო. არტისტმა სოლო კარიერაში წარმატებას სადებიუტო სინგლის "2 On" გამოსვლისთანავე მიაღწია. მისი შემოქმედება არენბისა და პოპს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული