Thumbnail

BTS: ჩვენი ფანებისთვის Army-ს ნაცვლად Bell-ის დარქმევას ვფიქრობდით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS სინგლების Butter და Permission To Dance პრომოუშენის ფარგლებში ჯიმი ფელონის შოუს ესტუმრა. ინტერვიუს მიმდინარეობისას ფელონი კოლექტივთან დაკავშირებული ჭორების გადამოწმებას შეეცადა, მათ შორის დაინტერესდა, მართლა ფიქრობდნენ თუ არა ბიჭები, რომ თავიანთი ფანდომისთვის, რომელიც დღეს Army-ს სახელით არის ცნობილი, Bell (ზარი) დაერქმიათ.

ნახეთ: BTS-ის წევრები სიმღერის Permission To Dance ქორეოგრაფიის რეპეტიციაზე

რატომ ახსენდებათ BTS-ის წევრებს ცუდად ჯგუფის სადებიუტო პერფორმანსი

"კი, სიმართლეა. მართალია, ინგლისურში BTS სიტყვების Behind the scene (კადრს მიღმა) აბრევიატურაა, თუმცა, ჩვენ ამის გამო არ გვქვია ასე. ასო B ჩვენს სახელში კორეულ სიტყვად Bangtan იშიფრება, ხოლო Bell ჩვენს ენაზე გამოითქმის, როგორც Bang-wool. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე სიტყვა Bang-ით იწყება, როცა ფანების სახელზე ვფიქრობდით, ვიღაცამ ეს იდეა შემოგვთავაზა, მაგრამ მადლობა ღმერთს, საბოლოოდ ასე არ დარჩა, რადგან "არმი" ბევრად უკეთესია", - განმარტა არემმა, ფელონმა კი მიუგო - "სამაგიეროდ, კარგი საახალწლო სიმღერის მოფიქრება შეიძლებოდა".

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული