Thumbnail

ამერიკელი ელექტროპოპ მუსიკოსი, კაროლინ პოლაჩეკი ახალ კომპოზიციას Bunny Is A Rider ავრცელებს. ეს პირველი სინგლია, რომელიც არტისტმა სადებიუტო სოლო ალბომის Pang გამოცემის შემდეგ გამოაქვეყნა.

კაროლინ პოლაჩეკმა შემოქმედებითი კარიერა 2005 წელს, ინდი პოპ ჯგუფში Chairlift დაიწყო. მუსიკოსმა ბენდთან ერთად სამი ალბომი გაავრცელა. პარალელურად კი სოლო პროექტების Ramona Lisa და CEP ფარგლებში ორი სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. 2017 წელს, კოლექტივის დაშლის შემდეგ, კაროლინმა ნამუშევრები საკუთარი სახელით გამოუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული