Thumbnail

სნუპ დოგის ორეული, რომელმაც რეპერთან მსგავსება შემოსავლის წყაროდ აქცია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პლატფორმა Apple-ის პოდკასტის ‎She Rates Dogs ერთ-ერთმა წამყვანმა, მეთ ჯორჯმა ტვიტერზე ფოტო გაავრცელა ტექსტით:

"ლოს ანჯელესში ერთი წელი გავატარე და ცნობილი ადამიანი თვალით არ მინახავს, დედაჩემი კი ერთი კვირით ჩამოვიდა და სნუპ დოგს შეხვდა".

ფოტოგალერეა: ცნობილი მუსიკოსები და მათი ორეულები

ფოტოგალერეა: ცნობილი მუსიკოსები და მათი ორეულები (ნაწილი II)

რეალურად კი სურათზე გამოსახული მამაკაცი ერიკ ფინჩი აღმოჩნდა, რომელმაც უკვე დიდი ხანია, ვეტერან ჰიპ ჰოპ არტისტთან ფიზიკური მსგავსება შემოსავლის წყაროდ აქცია. მას შემდეგ, რაც მეთ ჯორჯს ასობით ინტერნეტმომხმარებელმა დაუკომენტარა, რომ დედამისი მოატყუეს, მან დაწერა:

"შეგიძლიათ, შეწყვიტოთ იმის გამეორება, რომ ეს სნუპ დოგი არ არის? დედაჩემი დარდისგან მოკვდება, როცა ტვიტერზე შემოვა".

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სურათიც ატვირთა, რომელშიც ერიკ ფინჩი რეპერის გვერდით არის აღბეჭდილი.

ერიკ ფინჩი და სნუპ დოგი

როგორც გამოცემა Culture Trip წერს, ერიკი ჰოლივუდ ბულვარის ხშირი სტუმარია და სურათების გადაღებაში ფულს უხდიან, ამასთან, მას საკუთარი აგენტი ჰყავს და სატელევიზიო კონცერტებსა თუ წვეულებებზეც გამოიმუშავებს თანხას.

"ზოგჯერ ხალხი გარს მეხვევა, რაც ძალიან რთულია. ვარსკვლავივით ხარ. საქმე სახელსა და ფულში არ არის. სიტყვებითაც ვერ აღვწერ, რა განცდაა გასართობ ინდუსტრიაში მუშაობა”, - ამბობს ფინჩი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული