Thumbnail

აიზეა რაშადმა ახალი ფრისტაილი სახელწოდებით Slow Motion გამოაქვეყნა. კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტის ჩანაწერის ინსტრუმენტალში მისი ცნობილი სამხრეთელი კოლეგის, ჯუვენაილის ამავე დასახელების 2004 წლის ტრეკის სემპლია გამოყენებული. ნამუშევარი ზეის (რეპერის მეტსახელი) მომავალ ალბომში The House Is Burning შევა.

ნახეთ: Isaiah Rashad კლიპში Headshots (4r Da Locals)

ნახეთ: Isaiah Rashad კლიპში 200/Warning

ნახეთ: Isaiah Rashad - Lay Wit Ya

რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ის ფართო საზოგადოებამ 2014 წლის მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული