Thumbnail

Wolf Alice-მა კამილა კაბეიოს სიმღერის Never Be The Same ქავერ ვერსია შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Wolf Alice "ბიბისის" რადიოს ეთერში ბოლო ალბომში შესული ტრეკი Space & Time და კამილა კაბეიოს სიმღერის Never Be The Same ქავერ ვერსია შეასრულა.

ამის გარდა, რადიოში სტუმრობისას ბენდის სოლისტმა ელი როუსელმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში კოლექტივი სიმღერაზე Space & Time ვიდეოკლიპს გადაიღებს.

Wolf Alice ლონდონში 2010 წელს შეიქმნა. გრემის ნომინანტმა ბენდმა ბოლო, რიგით მეორე ალბომი შარშან გამოუშვა. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Moaning Lisa Smile მოუტანა, რომელიც 2015 წლის აგვისტოში ბილბორდის ათეულში მეცხრე ადგილს იკავებდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული