Thumbnail

მოუსმინეთ: Metallica-მ ჰიტის The Unforgiven ალტერნატიული ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Metallica თავისი ჰიტის The Unforgiven "უხეშად გამიქსული" ვერსია გაავრცელა. კომპოზიცია ბენდმა ლოს ანჯელესში 1991 წლის მაისში ჩაწერა. ნამუშევარი კოლექტივის რიგით მეხუთე ალბომის Metallica, იგივე The Black Album, განახლებულ ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც ჩანაწერის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 სექტემბერს გამოიცემა.

ნახეთ: "მეტალიკა" 1991 წელს დანიაში სიმღერას Sad but True ასრულებს

"მეტალიკა" The Black Album-ის განახლებულ ვერსიასა და ქავერ ალბომს გამოუშვებს

ჯეიმს ჰეტფილდი: კარანტინის დროს Metallica-მ ათზე მეტი ახალი სიმღერა დაწერა

ჯგუფი Metallica ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. ცხრა გრემის მფლობელ ბენდს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. კოლექტივს ამ დროისთვის ათი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული