Thumbnail

ნახეთ: კომპოზიტორი ნოტებისგან ცხოველების გამოსახულებებს ქმნის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნოამ ოქსმენი იერუსალიმში მოღვაწე კომპოზიტორია, რომელმაც მუსიკისა და ცეკვის აკადემიის დამთავრების შემდეგ თავისი სამი უმთავრესი ინტერესის - მუსიკის, ცხოველებისა და მხატვრობის გაერთიანება გადაწყვიტა. მან სიმფონიების წერა დაიწყო ნოტების იმგვარი განლაგებით, რომ პარტიტურაზე კატების, ძაღლებისა და კურდღლების გამოსახულებები მიეღო, თანაც ისე, რომ ინსტრუმენტებზე მათი შესრულება დისონანსის გარეშე ყოფილიყო შესაძლებელი.

მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ველოსიპედის ბორბლისგან დაამზადეს

მეცნიერებმა ჩაწერეს, როგორი ხმა აქვს 18 000 წლის მუსიკალურ ინსტრუმენტს

ოქსმენის თქმით, შთაგონება გერმანელი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედებიდან მიიღო.

"ბახის მუსიკალური ხელწერა ბრწყინვალე და ზოგჯერ ფარული სიმბოლოებისა და მნიშვნელობების შემცველი იყო. საკუთარი კომპოზიტორული უნარ-ჩვევებისა და წერის სტილის გაერთიანებით კი ოქსმენმა მუსიკალური ნოტებისგან გრაფიკული გამოსახულებების შექმნა დაიწყო, რომლებსაც უნიკალური და მშვენიერი ჟღერადობაც აქვთ. კატების მოყვარული კომპოზიტორი ასევე ამბობს, რომ მის მიერ გამოყენებული მუსიკალური ენა, რასაც მის სიმფონიებში ვხვდებით, ბაროკოსა და კლასიკურ სტილს ეფუძნება", - აღნიშნულია ბრიტანული რადიოსადგურის Classic FM ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ქვიზი: გამოიცანი უკუღმა დაკრული კლასიკური ნაწარმოები

ნოამ ოქსმენს, რომელიც თავისუფალ დროს ცხოველთა თავშესაფრებში მოხალისედ მუშაობს, საკუთარი ნაწარმოებები Sympawnies-ის სახელით აქვს განთავსებული ინსტაგრამის, ფეისბუქის და იუთუბის გვერდებზე.

კომენტარები

ბოლოს დამატებული