Thumbnail

31 წლის რეპერს KTS Dre ციხის დატოვებისას 64-ჯერ ესროლეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

31 წლის ჩიკაგოელი რეპერი, ლონდრ სილვესტერი, ფსევდონიმით KTS Dre, შაბათს ღამით მაშინ მოკლეს, როდესაც სასჯელის მოხდის შემდეგ ციხის The Cook County Jail ტერიტორიას ტოვებდა. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 64 ტყვია ესროლეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ 59 ვაზნა იპოვა. მუსიკოსი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სტაციონარში მოთავსების შემდეგ, ის საათზე ნაკლებ დროში გარდაიცვალა.

სროლის შედეგად მუხლში დაიჭრა 60 წლის ქალიც, რომელიც რეპერთან ერთად გადაადგილდებოდა. ის სამკურნალოდ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სახის არეში დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა გამვლელმაც. სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელები რეპერის გამოსვლას წინასწარ, კარგად მომზადებული ელოდებოდნენ.

შემთხვევის ადგილი

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რეპერი ქალთან ერთად ავტომობილისკენ მიემართებოდა, როდესაც ორი მანქანიდან გადმოსულმა პირებმა KTS Dre-ს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამის შემდეგ ისინი უკან ჩასხდნენ და შემთხვევის ადგილი ერთმანეთისგან განსხვავებული მარშრუტით დატოვეს. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

მუსიკოსი ციხიდან 10 ივლისს ელექტრონული სამაჯურით გაათავისუფლეს. მან 2020 წელს იარაღის ფლობასთან დაკავშირებით შეფარდებული გირაოს პირობები დაარღვია.

ლონდრ სილვესტერი, იგივე KTS Dre, ჰიპ ჰოპით ბავშვობიდან გახლდათ დაინტერესებული. ის რეპერ KTS Von-ის ძმაა. კრიმინალური წარსულის გამო არტისტის მუსიკალური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული