Thumbnail

ბილი აილიშის პასუხი კომენტარზე, რომ კარიერაში ჩავარდნა აქვს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში მის მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ შეფასებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ კარიერაში ჩავარდნა აქვს. "ამ აპლიკაციაში სულ ასეთ ტექსტებს ვკითხულობ. აბა, დამიდექი, მე შენზე დიდი მკერდი მაქვს", - დაასათაურა აილიშმა პლატფორმა TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეო, რომელსაც ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის კომენტარი დაურთო.

ბილი აილიში: მგონი, ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია

"მარტო მე მგონია ასე, თუ ბილი მართლა ჩავარდნა აქვს?", - აღნიშნავდა კომენტარის ავტორი.

პასუხად ბილი ვიდეოში სიცილის შეკავებას ცდილობს, ფონად კი მისი ახალი კომპოზიცია NDA ისმის მისი მომავალი ალბომიდან Happier Than Ever, რომელიც გაყიდვაში 30 ივლისს ჩაეშვება.

@billieeilish

literally all i see on this app… eat my dust my tits are bigger than yours

♬ NDA - Billie Eilish

ბილი აილიში ბოდიშს იხდის

ბილი აილიში: ხალხმა ჩემ შესახებ არაფერი იცის

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული