Thumbnail

ნახეთ: Bleachers-მა ახალი კომპოზიცია "91" შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი პროდიუსერის, ჯეკ ანტონოვის ინდი პოპ პროექტი Bleachers მედიაპლატფორმის National Public Radio ცნობილ გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა. მუსიკოსმა ლაივ ბენდთან ერთად, ახალი კომპოზიცია "91" და კიდევ ორი სინგლი Stop Making This Hurt და Chinatown შეასრულა. ნამუშევრები არტისტის რიგით მესამე ალბომში Take the Sadness Out of Saturday Night შევა, რომელიც 30 ივლისს გამოიცემა.

ნახეთ: Bleachers - How Dare You Want More

ჯეკ ანტონოვმა პროექტი Bleachers 2014 წელს შექმნა. ამავე წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Strange Desire გაავრცელა. სამი წლის შემდეგ კი არტისტმა რიგით მეორე ჩანაწერი Gone Now გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული