Thumbnail

ნახეთ: რა აჩუქეს Cardi B-მ და Offset-მა სამი წლის შვილს დაბადების დღეზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი რეპერის, ქარდი ბისა და ჰიპ ჰოპ გაერთიანება Migos-ის წევრის, Offset-ის შვილი, ქალჩერი 10 ივლისს სამი წლის გახდა. ვარსკვლავურმა წყვილმა ბავშვს გრანდიოზული დაბადების დღე მოუწყო. პრინცესას კაბაში გამოწყობილი გოგონა, რომელსაც თავზე თვლებით მოჭედილი გვირგვინი მოერგო, წვეულებაზე ეტლით მივიდა, შემდეგ კი თეთრი პონით გაისეირნა. ეზოში მას კონტაქტური ზოოპარკი ელოდა, სტუმრებით სავსე დარბაზში კი დისნეის ზღაპრული სამყარო დახვდა.

ნახეთ: ორსული Cardi B ოჯახურ ფოტოებს ავრცელებს

ნახეთ: Cardi B-მ ოფსეტს მამის დღეზე სიურპრიზი მოუწყო

სიუპრიზები ამით არ ამოწურულა, მას შემდეგ, რაც ქალჩერმა დისნეის თემატიკის მრავალსართულიან ტორტზე სანთლები ჩააქრო, ჯერი საჩუქრების გახნაზე მიდგა. მშობლებმა გოგონასთვის ძვირადღირებული ნივთების შერჩევაში ერთმანეთს ტოლი არ დაუგდეს - ოფსეტმა ბავშვს შვეიცარული ბრენდის, Richard Mille-ის მაჯის საათი უსახსოვრა, რომლის ღირებულებაც, დასავლური მედიის ცნობით, 250 000 აშშ დოლარია.

ქარდიმ კი შვილს ცნობილი იუველირის, Elliot Eliantte-ის მიერ სპეციალური შეკვეთით დამზადებული ბრილიანტის ყელსაბამი აჩუქა, რომელიც მიკი მაუსის გამოსახულებით, შანელის ლოგოთი, პატარა ჩანთისა და გულის ფორმის საკიდებით იყო მორთული. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ იუველირმა იმუშავა ფლორიდელი რეპერის, Lil Uzi Vert-ის 11-კარატიან პირსინგზე, რომელიც არტისტს 24 მილიონი დოლარი დაუჯდა.

Cardi B საუბრობს, რას მიხვდა შვილის შეძენის შემდეგ

წყვილმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინა. მათ საერთო გოგონა, ქალჩერი 2018 წელს შეეძინათ, მიმდინარე წლის ივნისში კი რამდენიმე თვის ორსულმა ქარდიმ გაამხილა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა. მუსიკოსებს ერთმანეთთან უთანამშრომლიათ ისეთ კომპოზიციებზე, როგორებიცაა: Clout, Lick, Type Sh*t და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული