Thumbnail
ფოტო: თორმეტი

მოუსმინეთ: Nikakoi-ს აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერი Kingdom გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა ლეიბლმა CES Records ცნობილი ელექტრონული მუსიკოსის, ნიკა მაჩაიძის, იგივე Nikakoi-ს აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერი Kingdom გაავრცელა. მასში სულ ორი კომპოზიცია Kingdom და Silent Spaces შევიდა. პირველ მათგანში ნატალია ბერიძე მონაწილეობს, მეორეში კი მაია სუმბაძე. აღნიშნულ ტრეკებზე ნიკაკოიმ 2000 წელს იმუშავა.

მოუსმინეთ: Nikakoi-ს აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერი Ich Comme

მოუსმინეთ: Nikakoi-ს აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერი LAM​-​a97 გავრცელდა

მოუსმინეთ: Nikakoi-ს გამოუცემელი ტრეკი Georgian in Kyoto

ლეიბლმა ჩანაწერში შესულ ერთ-ერთ კომპოზიციაზე Kingdom გადაღებული კლიპიც გაავრცელა, რომელიც 2000 წელს თავად ნიკაკოიმ შექმნა.

25 ივნისიდან CES Records-მა ნიკაკოის მუსიკალური ანთოლოგიის გამოშვება დაიწყო. ლეიბლი ყოველ პარასკევს არტისტის მიერ 1996-2020 წლებში შექმნილ აქამდე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებს, მათ შორის სინგლებს, EP-ებს, კომპილაციურ ალბომებს, სპექტაკლებისა და მოდის ჩვენებებისთვის შექმნილ ჩანაწერებს გაავრცელებს.

ნიკა მაჩაიძე კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და რეჟისორი გახლავთ. მას ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბოლო EP სახელწოდებით Raise Your Head And Smell The Air არტისტმა 2016 წელს გამოუშვა. ნიკა წლების განმავლობაში ფსევდონიმით Erast მოღვაწეობდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს არაერთი ქართული ფილმისთვის აქვს საუნდტრეკი დაწერილი. ის არტ გაერთიანება Goslab-ის წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული