Thumbnail

შოტლანდიურმა სინთპოპ ბენდმა Chvrches ახალი კომპოზიცია Good Girls გაავრცელა. სინგლი ჯგუფის მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში Screen Violence იქნება წარმოდგენილი, რომელიც 27 აგვისტოს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Chvrches - How Not To Drown Ft. Robert Smith

Chvrches ქალაქ გლაზგოში 2011 წელს შეიქმნა. ჯგუფს პოპულარობა 2013 წელს გამოცემულ სადებიუტო ალბომში The Bones of What You Believe შესულმა სიმღერებმა The Mother We Share და We Sink მოუტანა. მუსიკოსებს ამ დრომდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული