Thumbnail
ფოტო: bilboard

ქანიე ვესთმა მობილური "გადააგდო"

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ქანიე ვესთმა მობილურზე უარი თქვა. როგორც მუსიკოსმა "ტვიტერზე" დაწერა, სმარტფონი მას ახალ ალბომზე მუშაობისას კონცენტრირებაში ხელს უშლის.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვინც ჩემთან დაკავშირებას ცდილობდით, იცოდეთ, რომ მობილური გადავაგდე. ახალ ალბომზე უნდა ვკონცენტრირდე“.

ქანიე ვესთის რიგით მე-7 სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 1 ივნისს ჩაეშვება.

► ქანიემ საკუთარი, ნასის და Pusha T-ის მომავალი ალბომების სავარაუდო ტრეკლისტები გაავრცელა

ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არაერთი პრესტიჟული ჯილდოს გარდა, არტისტი გრემის ნომინაციების 21 გზის გამარჯვებულია. მისი სამი სტუდიური ალბომი ჟურნალმა "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time მუსიკოსი 2005-2015 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. რეპერის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერად კომპოზიცია Mercy ითვლება, რომელმაც 2012 წელს ბილბორდის ჩარტის პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული