Thumbnail

ნახეთ: ეისეფ როქი და რიანა ახალ კლიპს იღებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პაპარაცებმა ვარსკვლავური წყვილი, ეისეფ როქი და რიანა ქალაქ ნიუ იორკში, ბრონქსში აღბეჭდეს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა და თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა ახალ კომპოზიციაზე ვიდეორგოლი გადაიღეს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ ორივე მათგანი საკუთარ ალბომზე მუშაობს.

ASAP Rocky: რიანა ჩემი ცხოვრების სიყვარულია

ეისეფ როქიმ მომავალი ალბომის All Smiles შესახებ ახალი დეტალები გაამხილა

► ნახეთ: რიანას კლუბში პირადობის მოწმობის გარეშე არ უშვებდნენ

რირი და როქი უკვე რამდენიმე თვეა, ერთმანეთს ხვდებიან. მათ შემოქმედებითი კარიერაც აკავშირებთ. რეპერი მომღერლის ტრეკის Cockiness (Love It) რემიქს ვერსიაში მონაწილეობს, ბარბადოსელი კი ჰიპ ჰოპ შემსრულებლის ცნობილ კლიპში Fashion Killa.

კომენტარები

ბოლოს დამატებული