Thumbnail

ნახეთ: Tyler, The Creator კლიპში LEMONHEAD

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ტაილერმა კომპოზიციაზე LEMONHEAD გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი თავად კალიფორნიელი მუსიკოსი გახლავთ. ტრეკი ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტის ახალგავრცელებულ ალბომში CALL ME IF YOU GET LOST არის წარმოდგენილი.

Tyler, The Creator: ეისეფ როქისთან თანამშრომლობა მინდოდა, მაგრამ არაფრად ჩამაგდო

ნახეთ: Tyler, The Creator ალბომის CALL ME IF YOU GET LOST კომპოზიციებს ასრულებს

Tyler, The Creator: ხალხს ავიწყდება, რომ რეპერი ვარ

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა ტაილერს საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში პირველი გრემის ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული