Thumbnail

5 ყველაზე სექსუალური ვიდეო კეიპოპის ისტორიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კეიპოპს ანუ სამხრეთ კორეულ პოპ მუსიკას არა მხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ კეიპოპ არტისტების მუსიკალური კლიპები იუთუბზე მილიარდობით ნახვას აგროვებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გოგონათა ჯგუფები, რომლებიც წარმატების მისაღწევად ვიდეორგოლებში ხშირად სექსუალურ იმიჯს ირგებენ.

გთავაზობთ 5 ყველაზე ვნებიან და მადისაღმძვრელ კეიპოპ კლიპს, რომლისთვისაც თვალის მოწყვეტა შესაძლოა, გაგიჭირდეთ.

5. 4L – Move

კლიპი საკმაოდ სევდიანად იწყება - კადრში ატირებულ გოგონას ვხედავთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ვიდეო მაყურებელში ნეგატიურ ემოციებს ნამდვილად არ აღძრავს. ეროტიკული ქორეოგრაფიული ნომრები კი ცრემლებსა და ჩამოღვენთილ მაკიაჟს მარტივად დაგავიწყებთ.

4. Stellar  - Marionette

გოგონების გამომწვევი მოძრაობები მონიტორებს კლიპის დასაწყისიდანვე მიგაჯაჭვებთ. ვიდეოს სხვა დეტალებზეც შეიძლებოდა ყურადღების გამახვილება, თუმცა, აზიელი ლამაზმანების ვნებიანი მიხვრა-მოხვრა ამას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის.

3. HYUNA Feat. Of BTOB - Roll Deep

ლატექსის სამოსში გამოწყობილი გოგონების სადომაზოხისტური თამაშები კლიპის ყურებისას ნამდვილად არავის მოგაწყენთ. ევროპელი თუ ამერიკელი პოპვარსკვლავების მონაწილეობით მსგავსი სცენები არაერთხელ გვინახავს, თუმცა, ეგზოტიკური აზიური ტემპერამენტი მაინც სულ სხვაა.  

2. ANDA – Touch

თუ ფიქრობთ, რომ გოგონები შეკრებისას მხოლოდ ჭორაობენ, ეწევიან და კოქტეილებს აგემოვნებენ, ANDA-ს მუსიკალური ვიდეო ამ სტერეოტიპულ შეხედულებას მარტივად გაგიქარწყლებთ. ლესბოსური სექსის ამსახველი თამამი სცენები კი გულგრილს ვერავის დაგტოვებთ.

1. Gain – Bloom

30 წლის პოპვარსკვლავის გაენის კლიპები სამხრეთ კორეული შოუბიზნესისთვისაც კი უჩვეულო პროვოკაციულობით გამოირჩევა. დაკვირვებულმა მაყურებელმა სამზარეულოს ბნელ კუთხეში მომღერლის მასტურბაციის სცენასაც შეიძლება მოჰკრას თვალი. ფარდულში სექსის კადრების ხილვისას კი ცოტა ვინმე თუ შეიკავებს თავს, რომ კორეელი ლამაზმანის პარტნიორის ადგილზე ყოფნა არ მოისურვოს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული