Thumbnail

ცნობილმა პუერტორიკოელმა მუსიკოსმა, Bad Bunny-მ ახალი სიმღერა De Museo გაავრცელა. კომპოზიციის პროდიუსერი მისი თანამემამულე არტისტი ფსევდონიმით Tainy გახლავთ.

ნახეთ: Bad Bunny - Yonaguni

ნახეთ: Bad Bunny & Luar La L - 100 MILLONES

ბენიტო მარტინეს ოკასიომ, ფსევდონიმით Bad Bunny, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მან უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ პოპულარულ არტისტებთან, როგორებიც არიან Cardi B, J Balvin, Daddy Yankee და სხვები. აღსანიშნავია, რომ ქარდი ბისთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი კომპოზიცია I Like It ბილბორდის ჩარტში პირველობას 12 კვირის განმავლობაში არ თმობდა. დრეიქისა და მისი ერთობლივი ტრეკი Mia კი ჰიტ-აღლუმის ხუთეულში მოხვდა. მუსიკოსმა 2020 წლის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალურ მატჩზე Super Bowl გამართულ შოუზე შაკირას გამოსვლის დროს იმღერა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული